Apple-ი ახალ პროდუქციას 7 მაისს წარადგენს

Apple-ი ახალ პროდუქციას 7 მაისს წარადგენს

კორპორაციამ Apple სოციალური ღონისძიება Let Loose დააანონსა, რომელზეც ახალ პროდუქციას წარადგენს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს 7 მაისს მოხდება. Apple-ს ახალი პროდუქციის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა სავარაუდოდ პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება ახალი პლანშეტები​ და აქსესუარები.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ახალ iPad Pro-ზე, iPad Air-ზე, Apple Pencil-ზე და Magic Keyboard-ზე.