ამსტერდამის პოლიციამ პროპალესტინური დემონსტრაციის დარბევისას 125 ადამიანი დააკავა

პროპალესტინური დემონსტრაცია

ნიდერლანდებში პოლიციამ ამსტერდამის უნივერსიტეტში პროპალესტინური დემონსტრაციის დარბევისას 125 აქტივისტი დააკავა. ამის შესახებ AP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველების ქმედებები „აუცილებელი იყო წესრიგის აღსადგენად“, რადგან პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო. ინფორმაცია დარბევის შედეგად დაშავებულებზე არ ვრცელდება.

სოციალურ ქსელებში ადგილზე გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელები დემონსტრანტების მიერ აწყობილი ბარიკადების დასაშლელად ექსკავატორს იყენებენ, შლიან კარვებს და დემონსტრანტებს ფიზიკურად უპირისპირდებიან.