მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უახლოეს მომავალში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს აანონსებს.
მისი თქმით, განხილვის ერთ-ერთი თემა ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება იქნება.
„ჩვენ ალბათ, თითქმის არაფერი გაგვაქვს ამ საზღვარზე სანქციების გამო. მხოლოდ გარკვეული სახის პროდუქტები, რომლებიც ძალიან, ძალიან სჭირდებათ იმავე ლიეტუველებსა და პოლონელებს. ძალიან, ძალიან სჭირდებათ, უკვეთავენ – ვაწოდებთ. არ უკვეთავენ – არ მიგვაქვს. ყველაფერზე ჩვენ უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციასთან. ვფიქრობ, რომ აქ მათ გარეშე არ გამოვა“,- განაცხადა ლუკაშენკომ.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იურისტი ჯონ კოული ბელარუსში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. მედია წერს, რომ ბოლო პერიოდში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მინსკთან კონტაქტების გაუმჯობესებას ცდილობს, რაზეც ბელარუსელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც მეტყველებს. საპასუხოდ, აშშ-მ სანქციები მოუხსნა ბელარუსულ ავიაკომპანია „ბელავიას“.