აიათოლას რეჟიმი ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის თავისი საზარელი ქმედებებისთვის - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, რაც გაბედა რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის თავშეყრის ადგილების მიმართულებით“.

"ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი საზარელი ქმედებებისთვის“, - დასძინა მან.

ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს.