4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დამოუკიდებლობის დღე

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. 1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა ისტორიული დოკუმენტი მიიღო, რომლითაც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია ხელშეუხებელი უფლებებით - სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.