ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
ჩინეთის ქალაქ ბაოტუში 23 წლის მამაკაცი 33 საათი 35 წუთი იწვა მატრასზე და გახდა კონკურსის გამარჯვებული, რომელიც ყველაზე უსაქმური ადამიანის გამოსავლენად ჩატარდა. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა South China Morning Post.
კონკურსში მონაწილეებს შეეძლოთ მატრასზე გადაბრუნება, წიგნების კითხვა, ტელეფონის სქროლვაც, ასევე ჭამა და დალევა, მაგრამ მხოლოდ მწოლიარე პოზაში. მათ ეკრძალებოდათ წამოჯდომა და ტუალეტში გასვლაც კი. ამიტომ მონაწილეებმა შესაბამისად პამპერსები გამოიყენეს.
კონკურსში დაახლოებით 240 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა კონკურსის პირობებს ბევრმა ვერ გაუძლო და გამოეთიშა. 33 საათისა და 9 წუთის შემდეგ მატრასზე დარჩნენ მხოლოდ სამი ყველაზე გამძლე ადამიანი: ორი მამაკაცი და ერთი ქალი. კიდევ 24 წუთის შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთი გამარჯვებული.
საჩუქრები:
პირველი ადგილი – 3 000 იუანი
მეორე ადგილი – 2 000 იუანი
მესამე ადგილი – 1 000 იუანი
გამარჯვებულმა განაცხადა, რომ მოგებას მეგობრებთან ერთად რესტორანში სადილზე დახარჯავს.