მისამართები, სადაც წყალი ხვალ ღამის 22:00 საათამდე შეყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1762528998
საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე 11 წლის ანიტა აბგარიანი წარადგენს.
საკონკურსო სიმღერა „shine like a star“ კომპოზიტორ გიგა კუხიანიაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა. (ჯგუფმა „ქენდიმ“ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა).
საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლზე პირველი არხის თანამშრომლებმა იმუშავეს. ვიდეოს რეჟისორი თემურ კვირკველიაა, კოსტიუმი კი, იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.
გადაღებები უფლისციხეში მიმდინარეობდა. ანიტა აბგარიანს ვიდეოში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი უწევს თანხლებას.