1765629268
რას ამბობს საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე ფინალურ შოუმდე რამდენიმე საათით ადრე
რამდენიმე საათი საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუმდე – კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას 18 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ, საქართველოს კი საერთაშორისო სცენაზე დღეს „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარადგენს. ის მსმენელის წინაშე მე-15 ნომრად წარდგება.
მანამდე კი ოლიმპიურ სოფელში გენერალური რეპეტიცია გაიმართა და ჟიურიმ ტრადიციულად კონკურსანტები შეაფასა.
„მიგულშემატკივრეთ“ – ამბობს „პირველი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ანიტა აბგარიანი.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეუძლია გულშემატკივარს ხმის მიცემა:
„საქართველოს წარმომადგენლისთვის, ანიტა აბგარიანისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან გადადით ბმულზე https://vote.junioreurovision.tv
ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, და დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს ხმის მიცემა დროებით დასრულდება დღეს, 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდე‐ ბა, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას
ხმის მიცემა შესაძლებელია 1 ტელეფონიდან და 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვ‐ ლინდება დღეს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ “, – წერს Eurovision Georgia. ყველა სიახლეს საბავშვო ევროვიზიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.











