ლუვრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ტურისტებისთვის ბილეთებს გააძვირებს

ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ხუთი პირი დააკავეს

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ლუვრის ბილეთები 45%-ით გაიზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მუზეუმის მმართველობამ მიიღო.

მომავალი წლიდან, ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და სხვები ლუვრში შესვლა 32 ევრო ეღირება. გაძვირებული ბილეთებიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი ცნობილი გალერეის კაპიტალურ რემონტს მოხმარდება.

ყოველდღიურად ლუვრს 30 ათასი ადამიანი სტუმრობს. უმეტესობა იქ ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარული შედევრის, „მონა ლიზას“ სანახავად მიდის. მუზეუმის გადატვირთულობასთან ბრძოლის მიზნით, რემონტის ფარგლებში ტილოს ახალ სივრცეში გადაიტანენ.