ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე 15-16 ივნისს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში კონსტანცას მერს, ვერგილ ჩიცაკს, სამხარეო ადმინისტრაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, რაზვან ფილიპესკუს და საბჭოს მრჩეველს კულტურის საკითხებში, გაბრიელ კროიტორუს, შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრებს ესწრებოდა რუმინეთში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი.
ყურადღება გამახვილდა აჭარის კულტურის სამინისტროსა და კონსტანცას რეგიონს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
მინისტრი ასევე ეწვია კონსტანცას სახელმწიფო თეატრს, შეხვდა დირექტორს ერვინ შიმსენსონს. მოინახულა კონსტანცას ხელოვნების მუზეუმი, სადაც დირექტორის მოადგილემ იოანა პრედესკუსმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა დაათვალიერა კონსტანცას ახლადრეაბილიტირებული ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი – კულტურულ-საგამოფენო ცენტრი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია ბათუმსა და კონსტანცას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავების, გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მიმართულებით.
„ქალბატონო მინისტრო, თქვენი აქ ყოფნა, როგორც ცნობილი ხელოვანის და მთავრობის წევრის, წარმოადგენს ორი ქვეყნის კულტურულ ინსტიტუტებსა და ხელოვანებს შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დასაწყისს“, აღნიშნა შეხვედრაზე კონსტანცას მერმა ვერგილ ჩიცაკმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონსტანცასა და აჭარას ბევრი საერთო აქვთ და მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ამ კავშირების გაღრმავება განსაკუთრებით კულტურის სფეროში.
ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.