სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
პოლონეთში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათვე ცნობით, დაკავებულები არიან 32 წლის საქართველოს და 33 წლის უკრაინის მოქალაქეები.
პოლიციის ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებულები გასულ კვირას რიკის ოლქის, კლოჩევის მუნიციპალიტეტში მდებარე სახლში შეიჭრნენ, საიდანაც ოქროს სამკაულები და ფული მოიპარეს, ქურდობისას კი სახლის ავეჯი დააზიანეს.
დაკავებულებს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.