საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარს აცხადებს
1766158068
44 წლის ქართველ მამაკაცს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც 34 წლის პარტნიორის თოკით დახრჩობა სცადა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია აქვეყნებს. პირველ ეტაპზე, გამომძიებლის წინაშე მამაკაცმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ ქალმა პოლიციაში საჩივარი ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მიზნით შეიტანა. თუმცა ბრალდებულმა, მოგვიანებით, მოსმართლის წინაშე დანაშაული აღიარა.
საქმის მასალების თანახმად, 44 წლის მამაკაცმა, პარტნიორის (რომელიც წარმოშობით უკრაინელია) დახრჩობა კამათის დროს სცადა, მათი 14 წლის შვილის თვალწინ, რომელმაც, სავარაუდოდ, მომხდარი დაადასტურა. ქალმა, როგორც თავად განაცხადა, გაქცევა საბრძოლო ხელოვნების სწავლების შედეგად მიღებული თავდაცვის უნარების წყალობით მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კისერსა და ხელზე ძალადობის კვალი აღენიშნება.