იტალიაში, ბინის გაქურდვის ფაქტზე 23 წლის ქართველი დააკავეს

კარაბინიერი

იტალიაში კარაბინერებმა 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელიც ქურდობაშია ეჭვმიტანილი. მედიის ცნობით, დაკეტილ ბინაში, ორი ადამიანი შევიდა. იქ დაყენებული განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ კი, ბინის მეპატრონის შვილმა ვიდეოსათვალთვალო კამერებში ნახა ორი პირი, რომლებსაც სახლიდან მოპარული ნივთები, მათ შორის საათები და ძვირფასეულობა, ჩანთებით გაჰქონდათ. ის ადგილზე მალევე მივიდა, რასაც ქურდობაში ეჭვმიტანილებთან ჩხუბი მოჰყვა. ერთ-ერთმა კი ამ დროს გაქცევა მოახერხა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველის დაკავება შეძლეს და რომის ციხეში გადაიყვანეს. მიმდინარეობს მისი თანამზრახველის ძებნა.