1759955191
ახმეტაში კაცი დაჭრეს - მომხდარის დეტალები

ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს. ფაქტი სოფელ ზემო ხოდაშენში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. დაჭრილს მძიმე დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ამ დროისათვის, მამაკაცი თელავში ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება.
რა გახდა სროლის მიზეზი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.