სასიხარულო სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1710016135
ამ მასალაში გაეცნობით იაპონელი სერიული მკვლელი ქალის, ჰისაკო კაკეჰის, ისტორიას, რომელსაც ადგილობრივმა მედია „შავი ქვრივი“ უწოდა.
კაკეჰმა 3 ქმარი მოკლა, მეოთხეს მკვლელობა კი სცადა.
იგი მსხვერპლებს სხვადასხვა ვებსაიტებზე ეძებდა, კრიტერიუმები კი ერთი და იგივე ჰქონდა: მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ მდიდრები, უშვილოები და მოხუცები.
„შავი ქვრივი“ ქმრებს ციანიდით წამლავდა, მკვლელობის მიზეზი კი დიდი ქონება იყო. მკვლელმა ქალმა 12 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა.
საბოლოოდ კი 2017 წელს მეოთხე ქმრის მკვლელობის შემდეგ კაკეჰი დააკავეს.
ქალმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ქმარი იმის გამო მოკლა, რომ სხვა ქალებს ფულს აძლევდა მას კი არა.
„შავ ქვრივს“ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
არამიწიერი სიცოცხლე - ასტრონომების ახალი აღმოჩენა
ისტორიული კედლის ჩამონგრევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა (ტუნისი)