უნიკალური მეთოდი - გულის დაავადებების რისკების გაგება რამდენიმე წლით ადრეა შესაძლებელი

გულის პრობლემები

როგორ უნდა გაიგო ათწლეულებით ადრე, შეგაწუხებს თუ არა გულის დაავადებები - გიორგი ღოღობერიძე ასახელებს სამ მარტივ და ბიუჯეტურ კვლევას, რომელიც ბევრ რისკს და საფრთხეს თავიდან აგვაცილებს.

„რა სტატისტიკაც საქართველოში გამოქვეყნდა, იგრძნობოდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა იღუპება გულისა და სისხლძარღვების დაავადებებით. კითხვა ჩნდება, როგორ უნდა გაიგო დღეს, გექნება თუ არა ათწლეულების შემდეგ გულის ან სისხლძარღვების დაავადებები. დღეს რა ტესტებიც არის გულის მხრივ, მაგალითად დატვირთვის ტესტი, ექოკარდიოგრაფია, კორონაროგრაფია, CT ანგიოგრაფია, პერფუზიული კვლევა გულისა თუ MRI კვლევა, ყველა ეს კვლევა უკვე დაავადების შორს წასულ შემთხვევებს ადგენს. მაგრამ არის ბიუჯეტური, ძალიან მარტივი რამდენიმე კვლევა, რომელიც კეთდება სისხლიდან, საკმაოდ იაფია და შეუძლია, რომ ათწლეულებით ადრე გითხრას, გექნება თუ არა გულის დაავადებები. 

ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს LDL-ქოლესტეროლი. ასევე არის APO-B (აპოლიპროპროტეინ B) ეს კიდევ უფრო მგრძნობიარე მარკერია და ასევე, შეიძლება გამოყენებული იყოს მაღალმგრძნობიარე მაღალსენსიტიური hs-CRP, რომელიც ახლავე გეტყვის, სისხლძარღვებში გაქვს თუ არა ანთება და გილაგდება თუ არა მასში ცხიმი. ეს სამი ტესტი დაიმახსოვრე და ამ სამი ტესტით ჩვენ ათწლეულებით ადრე შეგვიძლია გავიგოთ, გვექნება თუ არა გულის დაავადებები.

გეტყვით კიდევ სამ დამატებით ტესტს, ეს არის HbA1c, გარდა ამისა, არის ჰომოცისტეინი და შეიძლება იყოს NT-proBNP,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.