ავარია ბათუმი-გონიოს გზაზე - ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა
1752596461
შფოთვა, რომელსაც ბევრი უბრალოდ „ნერვიულობას“ უწოდებს, სინამდვილეში ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა გაურკვევლობასა და შესაძლო საფრთხეზე. ზოგ შემთხვევაში ის გვეხმარება, ვიყოთ სიფრთხილით სავსე და ყურადღებიანი, თუმცა როდესაც შფოთვა ინტენსიური და მუდმივი ხდება — გადადის ქრონიკულ შფოთვით აშლილობაში, რაც სერიოზულად აზიანებს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას.
შფოთვა განსხვავდება შიშისგან — შიში რეალურ საფრთხეზე რეაგირებაა, ხოლო შფოთვა ხშირად დაკავშირებულია წარმოსახვით ან მომავლის სავარაუდო საფრთხესთან, რომელიც რეალურად შეიძლება არც კი არსებობდეს. სწორედ ამიტომ, მისი მართვა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს როგორც თვითდაკვირვებასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ისე ზოგად ცხოვრების წესში ცვლილებებს.
შფოთვის დაძლევის ხუთი ეფექტური გზა
პირველი ნაბიჯი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის შფოთვის გამომწვევი მიზეზების გაცნობიერება. თვითდაკვირვება — მაგალითად, შფოთვითი ეპიზოდების ჩანიშვნა დღიურში — ეხმარება ადამიანს, უკეთ გაიგოს საკუთარი რეაქციები და ემოციები. ეს არის გზა, რომ ნელ-ნელა გაწვრთნათ შინაგანი „თვითდამკვირვებელი“, რომელიც სტრესს გაუაზრებლად კი არ პასუხობს, არამედ ცნობიერად აკვირდება მას.
მეორე მნიშვნელოვანი გზაა რელაქსაციის ტექნიკების ათვისება. სუნთქვითი ვარჯიშები და მედიტაცია ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას. მედიტაცია განსაკუთრებით ეფექტიანია იმ მხრივ, რომ ის მუდმივად აწმყო მდგომარეობაში გაბრუნებთ, აფერხებს ფიქრებს მომავლის შიშზე და გეხმარებათ ემოციური წონასწორობის აღდგენაში.
მესამეა კოგნიტიური ქცევითი თერაპია (CBT), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ მეთოდად ითვლება შფოთვის სამკურნალოდ. CBT-ის მეშვეობით ადამიანი სწავლობს, როგორ ამოიცნოს და შეცვალოს დამაზიანებელი ფიქრები და ქცევები, რომლებიც შფოთვას აძლიერებს.
ზოგჯერ კი აუცილებელია მედიკამენტური დახმარებაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ ზღუდავს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას ან ძილის ხარისხზე მოქმედებს. ერთ-ერთი პოპულარული მცენარეული პრეპარატია ვამელისი, რომლის საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და გავრცელებას წამყვანი ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს. ის ვალერიანის, ბარამბოს, ვნების ყვავილის, კუნელისა და გლიცინის კომბინაციას შეიცავს. ის გამოიყენება სტრესის, შფოთვის, უძილობისა და ქრონიკული დაღლილობის შესამსუბუქებლად და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას.
თანაც, ვამელისი არა მხოლოდ ამშვიდებს, არამედ აუმჯობესებს ძილს, ამცირებს შფოთვას, ადამიანებს ეხმარება ნეგატიური ფიქრების მოშორებაში და იცავს გულს სტრესული მდგომარეობებისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობის დროს.
და ბოლოს — ცხოვრების წესის შეცვლაც გადამწყვეტ როლს ასრულებს. რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე გასეირნება, ჯანსაღი კვება და კოფეინის ან ალკოჰოლის შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვის სიმძაფრეს და აუმჯობესებს განწყობას.