რას წერდა ფაუჩი პირად „იმეილებში“ ვირუსზე, რომელიც გაუსაჯაროვეს - ფაქტები და მანიპულაცია აშშ-ის მთავარი ექიმის მისამართით

pauchis werilebi

ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. 81 წლის გაუჩის განცხადებით, ის დეკემბერში ასევე დატოვებს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ინსტიტუტის იმუნორეგულაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელის და ასევე, მედიცინის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობას.

როგორც ფაუჩიმ განმარტა, ის პენსიაზე არ გადის და სურს საკუთარი კარიერის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

ფაუჩის თანამდებობიდან წასვლის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა შეაქო ფაუჩის მუშაობა და აღნიშნა მისი ურყევი ერთგულება სამუშაოსადმი, ისევე, როგორც მისი შეუდარებელი შემართება, ენერგია და მეცნიერული პატიოსნება.

ენტონი ფაუჩი აშშ-ის 7 პრეზიდენტის მმართველობის განმავლობაში მუშაობდა და ფედერალურ სამსახურში 50-ზე მეტი წელი გაატარა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, რომელსაც კარიერის მანძილზე ამერიკის 7 პრეზიდენტთან მუშაობის გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით პოპულარულარობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოიხვეჭა.

კორონავირუსთან ბრძოლისა და პანდემიაზე რეაგირების მთავარი სახე ამ ორი წლის მანძილზე არაერთხელ გახდა ქების და ასევე მწვავე კრიტიკის ობიექტი.

გასული წლის აგვისტოში ფაუჩიმ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიპყრო, რაც Washington Post-მა, Buzzfeed News-მა და CNN-მა, აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე, ენტონი ფაუჩის პი­რადი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყობინებები მოიპოვეს, რომელთან რაოდენობა 3 000-გვერდი იყო. მეილები 2020 წლის იანვარ- ივნისის პერიოდით თარიღდება.

ელექტრონულ წერილებში ჩანს ის, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკის მთავარ ეპიდემიოლოგს, ვირუ­სის გავრცელების საწყის ეტაპზე, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

 

|რა ეწერა ფაუჩის იმეილებში

უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის თეორიის შესახებ:

ენტონი ფაუჩის პირადი მიმოწერებიდან ჩანს, რომ ის და მისი კოლეგები კოვიდ-19-ის უჰანის ლაბორატორიიდან შესაძლო გაჟონვის თეორიას, პანდემიის დასაწყისშიც განიხილავდნენ.

კერძოდ, 2020 წელს ენტონი ფაუჩიმ ქვეყნის უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი დაწესებულების დირექტორისგან წერილი მიიღო, რომელშიც  ვირუ­სის „უჩვეულო მახასიათებლებზეა“ საუბარი და აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი შე­საძ­ლოა, იმის ინდიკატორი იყოს, რომ ვირუსი „შექმნილია“.

ფაუჩი ადრესატს წერს, რომ ტელეფონით დაუკავშირდება:

2020 წლის აპრილში, ფაუჩიმ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორია უარყო. თუმცა, მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მოსაზრება კიდევ ერთხელ შეიცვალა და განაცხადა, რომ ის დარწმუნებული არ არის, რომ კორონავირუსი ბუნებრივად განვითარდა და ჩინეთს უჰანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ისტორიების გასაჯოებისაკენ მოუწოდა.

ასევე, გამოქვეყნდა აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მკვლევარი, Covid-19 ის მსგავსი სიმპტომებით, პანდემიის დაწყებამდე – 2019 წლის ნოემბერში საავადმყოფოში იმყოფებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაზვერვის სამსახურებს ვირუ­სის წარმომავლობის დასადგენად 90 დღე მის­ცა.

2020 წლის თებერვალში ფაუჩი აშშ-ის ჯანდაცვის ყოფილ მდივანს წერს: „პირბადე ინფიცირებული ადამაინებისთვისაა, რომ აიცილებულ იქნას ვირუსის გავრცელება, ვიდრე დაიცვას ვირუსისგან“ - ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ პოლიტიკოსთან ნაწილი აცახდებდა, რომ ფაუჩი უნდა გათავისუფლებინათ თანამდებობიდან.

ლიბერალები ამბობდნენ, რომ ეს ჩანაწერები არაფერს ამტკიცებდა გარდა იმისა, რომ ის მოქმედებდა იმ დროისთვის კორონავირუსზე არსებული ცოდნის შესაბამისად.

ფაუჩის მეილების თემა სოციალურ ქსელში მანიპულაციის საგნად იქცა.

ფაქტჩეკერმა ამასთან დაკავშირებით მოამზადა სპეციალური სტატია, სადაც არგუმენტებით იყო აღწერილი, თუ რატომ იყოს კონკრეტული ინფორმაციები მანიპულაცია.

„Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების ავტორების თანახმად, ენტონი ფაუჩიმ 2020 წლის მარტშივე იცოდა, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ წყაროდ კი 2020 წლის 11 მარტს ენტონი ფაუჩისთვის ადამ გერტნერის მიერ გაგზავნილი წერილი მოჰყავთ, სათაურით - „ბიოლოგიური იარაღის, კორონავირუსის, შექმნის მეთოდი“

2021 წლის 1-ელ ივნისს, გამოცემებმა - BuzzFeed News და The Washington Post - ათასობით გვერდისგან შემდგარი ელექტრონული ფოსტის წერილები გამოაქვეყნეს, რომელიც 2020 წლის იანვრიდან პერიოდს მოიცავს. სოციალურ ქსელში მტკიცებულებად წარმოდგენილი ერთ-ერთი წერილის ფოტო COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ სანდო წყაროს არ წარმოადგენს.

გავრცელებული წერილის ტექსტი 2005 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ტექსტიდანაა (გვ.2) დაკოპირებული:

წერილის ავტორი ადამ გერტნერია, რომელიც საკუთარ თავს „დამოუკიდებელ მკვლევრად“ მოიხსენიებს. გერტნერის მიერ ფაუჩისთვის გაგზავნილი მეილი მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა, თუ როგორ შეიქმნა COVID-19. გავრცელებული წერილების მიხედვით, ფაუჩის მეილზე პასუხი არ გაუცია.

გერტნერმა მეილში COVID-19-ის წარმოშობის მტკიცებულებად პენსილვანიის უნივერსიტეტში კორონავირუსის ტიპის ვირუსების შესახებ ჩატარებული კვლევიდან ერთ-ერთი მონაკვეთი სიტყვა-სიტყვით გადაიტანა. კვლევის ავტორების, პაულ ბეითსისა და გრაამ სიმონსის, თანახმად, გერტნერმა წერილში გამოყენებული ტექსტი COVID-19-თან არასწორად დააკავშირა - მათ ექსპერიმენტში გამოყენებული ვირუსის ნაწილები კორონავირუსის გენეტიკურ მასალას არ შეიცავდა.

ფაუჩიმ გავრცელებული წერილების ნაწილზე კომენტარი CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. როგორც მან განაცხადა, სჯერა, რომ COVID-19 ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, თუმცა მისი წარმომავლობის შესახებ კვლევების გაგრძელებას მხარს უჭერს. შესაძლებელია, რომ წარმოშობის სხვა მიზეზიც არსებობდეს, მაგალითად, ლაბორატორიიდან გაჟონვა.

რაც შეეხება ადამ გერტნერს, მას სამედიცინო ხარისხი არ აქვს. თავისი Twitter-ის ბიოგრაფიაში 2020 წლის აპრილში ამტკიცებდა, რომ COVID-ის წამალი აღმოაჩინა. იქვე მიმაგრებულ Youtube-ვიდეოში კი ამბობდა, რომ ის ექიმი, პროფესორი ან რაიმე მსგავსი არ არის, თუმცა კორონავირუსის შესახებ ბოლო წლებში ბევრი გამოკვლევა ჩაატარა.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს ენტონი ფაუჩისთვის გაგზავნილი მეილი ადასტურებს, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, მცდარია. წერილის ავტორი „დამოუკიდებელი მკვლევარი“ ადამ გერტნერია, რომელმაც ფაუჩის არა დადასტურებული ინფორმაცია, არამედ ვირუსის წარმოშობის შესახებ საკუთარი აზრი მისწერა, რომლის მტკიცებულებადაც 2005 წელს ჩატარებული კვლევის მონაკვეთი მოიყვანა“,- ვკითხულობთ სტატიაში.