რადიოთერაპია: კიბოს დამარცხების საწინდარი

რადიოთერაპია: კიბოს დამარცხების საწინდარი

ყველა ტიპის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტისათვის, დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ სტადიაზე, Acıbadem-ში, გთავაზობთ პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, სრულფასოვანი სამკურნალო მეთოდების ფართო არჩევანს, რომელთა შორისაც ყველაზე მეტად შედეგიანად რადიოთერაპია მიიჩნევა, რომელსაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე - მსგავსი უახლესი რადიოთერაპიული ტექნოლოგიების გამოყენებაში მოწინავე კლინიკა Acıbadem-ი კიბოს სამკურნალოდ წარმატებით ნერგავს.

ზოგადად, კიბოს მკურნალობა სამი ძირითადი სტრატეგიისგან შედგება. ესენია: ქირურგიული ოპერაცია, რადიოთერაპია და სისტემატური თერაპიები. უმრავლეს შემთხვევაში, კიბოს დიაგნოზისას ქირურგიული ოპერაცია, როგორც წესი,მკურნალობის უპირველესი გზაა და იმ შემთხვევაში თუკი სიმსივნის სრულად ამოკვეთა შესაძლებელია - მკურნალობის საუკეთესო მეთოდსაც წარმოადგენს. სიმსივნის წარმატებული რეზექცია (ამოკვეთა) მნიშვნელოვნად განაპირობებს პაციენტის გამოჯანმრთელებასა და სიცოცხლის შენარჩუნებას, გარდა ამისა დადებითად მოქმედებს ოპერაციის შემდგომი მკურნალობის ეფექტიანობაზეც. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სიმსივნის ზოგიერთი ტიპის დიაგნოზის შემთხვევაში ან მაგალითად როდესაც პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა - ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის,  ხოლო რიგ შემთხვევებში, ოპერაციის შედეგის გასაუმჯობესებლად და დაავადების განმეორებითობის თავიდან ასარიდებლად, რადიოთერაპიის სახით დამატებითი მკურნალობა ოპერაციის შემდგომაც საჭირო ხდება.

რადიაციულ ონკოლოგიაში რადიაცია გამოიყენება სიმსივნური უჯრედების შესამცირებლად. მკურნალობა გულისხმობს რადიაციული სხივების კონკრეტულ უბანზე დამიზნებით კიბოს შემცირებას ან სრულად აღმოფხვრას, ქირურგიული ჩარევის გარეშე.

რადიაციული თერაპია, როგორც კიბოს მკურნალობის მეთოდი

რადიაციული თერაპია კიბოს სამკურნალოდ უკვე 100 წელზე მეტია რაც გამოიყენება. ამ პერიოდში რადიაციული ტექნოლოგიები ბუნებრივია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და კიბოს მკურნალობაზე დადებითი გავლენა აქვს. რადიოთერაპიაში ყოველწლიურად არსებული მიღწევების გათვალისწინებით, ეს მეთოდი კიბოს სამკურნალოდ ყველაზე უფრო ეფექტიანად მიიჩნევა და დღესდღეობით საკვანძო როლსაც თამაშობს, რომლის შედეგადაც კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების 50%-ზე მეტი მკურნალობას სასურველი შედეგით ამთავრებს.

რადიაციული თერაპია ინიშნება შემდეგი რამდენიმე მიზნით:

• პირველადი მკურნალობის სახით - კიბოს აღმოსაფხვრელად
• ოპერაციის შემდეგ - განაკვეთის მიდამოებშიდაავადების განმეორებითობის თავიდან ასაცილებლად ან ოპერაციამდე სიმსივნის ზომისშესამცირებლად
• სისტემატიური მკურნალობის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში კიბოს უჯრედების აღმოსაფხვრელად
Acıbadem-ის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი

Acıbadem-ის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი მსოფლიოში ამ ტიპის დაწესებულბებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალმხრივია, რომელიც მკურნალობას გვთავაზობს უახლესი ტექნოლოგიების დახმარებითა და გამოცდილი რადიაციული ონკოლოგების ჩართულობით ყველაზე ეფექტური და მოწინავე მეთოდებითა დამინიმალური გვერდითი მოვლენებით. Acıbadem-ში მკურნალობა შესაძლებელია როგორც მოზრდილთათვის ასევე ბავშვებისათვის, ხოლო ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომები საშუალებას იძლევა რადიაციის დოზის ზრდა განხორციელდეს ჯანმრთელი ქსოვილების მინიმალური დაზიანებით.

თავდაპირველი დიაგნოსტირებით დაწყებული მკურნალობის შემდგომი ვიზიტების ჩათვლით მკურნალობა ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურად იგეგმება და იმართება. რადიაციული ონკოლოგები პაციენტს მკურნალობენ ონკოლოგებთან, რადიოლოგებთან ქირურგებთან, პათოლოგებთან და სხვა რელევანტური სპეციალიზაციის მქონე ექიმებთან ერთად.

Acıbadem-ში ვიყენებთ ისეთ უახლეს რადიოთერაპიულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა MRI-linac-ი, Cyberknife-ი, Gamma Knife-ი, Ethos-ი, შიდასაოპერაციო რადიოთერაპია, Radixact-ი, ბრაქითერაპია დაTrueBeam-ი. აღნიშნული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ჩვენს ექიმებს საშუალებას აძლევს შეარჩიონ პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობა.

მკურნალობა რადიაციული თერაპიის მეშვეობით

რადიაციული თერაპია კიბოს სხვადასხვა ტიპის შემთხვევაში გამოიყენება. ზოგჯერ მაგალითად თუ პროსტატის კიბო ლოკალიზებულია - მკურნალობის პირველად მეთოდად გამოიყენება, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში კი შეიძლება დაინიშნოს ოპერაციის შემდგომ, დაავადების განმეორებითობის თავიდან ასაცილებლად, სიმსივნის ზომის შესამცირებლად კი გამოიყენება ოპერაციამდეც (მაგალითად ფილტვის კიბოს შემთხვევაში). შესაბამისად თავისი თვისებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში რადიაციული თერაპია საკმაოდ მოქნილ სამკურნალო მეთოდს წარმოადგენს.

რადიაციული თერაპია გამოიყენება, მათ შორის შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ:

• სარძევე ჯირკვლის კიბო
• თავის ტვინის და ხერხემლის სიმსივნე
• კუჭნაწლავის კიბო
• უროლოგიური კიბო
• გინეკოლოგიური სიმსივნეები
• თავისა და კისრის სიმსივნეები
• მელანომა
• სარკომა
• პედიატრიული სიმსივნეები
• ფილტვის სიმსივნეები 

Acıbadem-ი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის სიმსივნის ცენტრებს შორის, რომელიც სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ რადიაციული ონკოლოგიის მიღწევებს იყენებს. სწორედ ამიტომ, კლინიკაში არსებული პაციენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინებით, პაციენტები, კიბოს მკურნალობის მიზნით, მთელი მსოფლიოდან მოემგზავრებიან თურქეთში, Acıbadem-ში. ჩვენი პროფესიონალიზმი პაციენტებისათვის სასურველი დადებითი შედეგებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ Acıbadem-ის საინფორმაციო ცენტრებს.

ქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500 
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა 60, ტელ: 0431 258 500