როდემდე გაგრძელდება თბილი ამინდები - მეტეოროლოგის პროგნოზი
1763732730
ცხოვრების სწრაფი რიტმი, არაჯანსაღი საკვები და არარეგულარული კვება, სტრესი და სხვა გარემო ფაქტორები, რომლებიც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ხშირად პირდაპირ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის კუჭთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა გულძმარვა, წვის შეგრძნება, თუ სიმძიმე მუცელში. ეს ჩივილები დისკომფორტის გამოწვევის გარდა, მნიშვნელოვნად აუარესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. მათგან სწრაფად გათავისუფლებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მავნე ფაქტორებისგან დაცვაში კი საღეჭი ტაბლეტი „გასტროპროტექტი“ დაგეხმარებათ.
რა არის „გასტროპროტექტი“ და როგორ მოქმედებს ის?
„გასტროპროტექტი“ წარმოადგენს კომბინირებულ ინოვაციურ სამკურნალო პრეპარატს, რომელიც ერთდროულად ამცირებს კუჭის მჟავიანობას და, ასევე, ანეიტრალებს უკვე წარმოქმნილ ჭარბ მჟავას. ის სამი კომპონენტისგან – ფამოტიდინისგან, კალციუმის კარბონატისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდისგან შედგება, რომლებიც სინერგიულად მოქმედებს და აძლიერებს ერთმანეთის ეფექტს.
ფამოტოდინი გავლენას ახდენს ჰისტამინის რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებელია კუჭის მჟავის სეკრეციაზე. შედეგად, ამ კომპონენტის გავლენით ითრგუნება და რეგულირდება მჟავის გამოყოფა. კალციუმის კარბონატი სწრაფი მოქმედების ბუნებრივი ანტაციდია, რომელიც მყისიერად ანეიტრალებს არსებულ ჭარბ მჟავას, ამცირებს წვასა და ტკივილს მუცლის არეში. ის, ასევე, ორგანიზმს ამდიდრებს კალციუმით. მაგნიუმის ჰიდროქსიდი კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბალანსის აღდგენას უზრუნველყოფს – ის ხელს უწყობს კუჭის გამართულ ფუნქციონირებასა და საჭმლის უკეთ მონელებას, შედეგად, ამცირებს შებერილობას და სხვა უსიამოვნო სიმპტომებს.
ამ სამმაგი მოქმედების დამსახურებით, მედიკამენტი პაციენტს არა მხოლოდ შემაწუხებელი სიმპტომებისგან ათავისუფლებს, არამედ იცავს კუჭს შემდგომი გაღიზიანებისგან. რაც მთავარია, პრეპარატი მოქმედებს სწრაფად და აქვს ხანგრძლივი, 12 საათიანი უწყვეტი ეფექტი.
როდის უნდა გამოიყენოთ პრეპარატი?
„გასტროპროტექტი“ განსაკუთრებით გამოგადგებათ შემდეგ შემთხვევებში:
● გულძმარვისა და კუჭის წვის დროს – ის აჩერებს სიმპტომებს მიღებიდან პირველივე წუთებში და უბრუნებს პაციენტს კომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში.
● მძიმე საკვების მიღების შემდეგ – „გასტროპროტექტი“ ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, რაც მოგიხსნით შებერილობასა და სიმძიმის შეგრძნებას მუცლის არეში.
● სტრესულ პერიოდებში – სტრესმა შესაძლოა გაზარდოს მჟავის გამოყოფა, რა დროსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი საშუალების მიღება გააქტიურებული სეკრეციის დასათრგუნად.
● ანტიბიოტიკების ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას – ამ ტიპის მედიკამენტები ხშირად იწვევს კუჭის გაღიზიანებას. ასეთ დროს „გასტროპორტექტი“ ლორწოვანი გარსის მათი უარყოფითი გავლენისგან დაცვაში დაგეხმარებათ.
● მოგზაურობისას ან დიეტის ცვლილებისას – მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ახალი კერძების დაგემოვნებაა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კუჭს უჭირს მისთვის უჩვეულო საკვების მიღება. „გასტროპროტექტი“ დაგეხმარებათ მათ ეფექტიანად მონელებასა და დისკომფორტის მოხსნაში.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ „გასტროპროტექტი“ წარმოდგენილია საღეჭი ტაბლეტის ფორმით, რის გამოც ის სწრაფად შეიწოვება და არის განსაკუთრებით მოსახერხებელი. მისი ტარება და მიღება შეგეძლებათ წყლის გარეშე, ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში.
როგორ უნდა მიიღოთ „გასტროპროტექტი“ მაქსიმალური ეფექტისთვის?
მედიკამენტის მოხმარება რეკომენდებულია როგორც უშუალოდ ჩივილების დროს, ისე პროფილაქტიკის მიზნით, საკვების მიღებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. პრეპარატის დღიური მაქსიმალური დოზა კი 2 ტაბლეტია.
„გასტროპროტექტი“ არ იწვევს მიჩვევას და მისი რეგულარული მოხმარება უსაფრთხოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილი ადამიანებისთვის, ასევე, არ არის სასურველი მისი მიღება ორსულობისას ან ძუძუთი კვების პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას პროფილაქტიკას ალტერნატივა არ აქვს. ნებისმიერი პრობლემა მწვავდება მაშინ, როდესაც მათ უყურადღებოდ ვტოვებთ და დროულად არ ვიღებთ შესაბამის ზომებს. ამიტომ გირჩევთ, პირველ რიგში, არჩევანი გააკეთოთ ჯანსაღ საკვებზე, დაიცვათ კვებითი რეჟიმი, თავი აარიდოთ სტრესს და მავნე გარემო ფაქტორებს. ამ პროცესში საიმედო პარტნიორობას გაგიწევთ „გასტროპროტექტიც“, რომელიც დაგეხმარებათ კუჭთან დაკავშირებული პრობლემების არა მხოლოდ მართვაში, არამედ მათ პრევენციაში.
„გასტროპროტექტის“ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში „სმარტფარმია“, რომელიც 2012 წლიდან ამარაგებს ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს ორიგინალი და სერტიფიცირებული ევროპული მედიკამენტებით. ამასთან, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, რომელზედაც შესაძლებელია მის მიერ შემოტანილი პროდუქტების შეძენა პირდაპირ მომწოდებლისგან.
შეიძინეთ საღეჭი ტაბლეტი „გასტროპროტექტი“ ოფიციალური იმპორტიორისგან გარანტიით.