BBC: კიბოს გენის მატარებელი დონორის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) - ბავშვთა ნაწილი უკვე გარდაცვლილია

BBC

14 ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა სპერმის დონორი, რომლის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში), დონორის სპერმამ მუტაცია განიცადა და მასში კიბოს კოდი აღმოჩნდა - ბავშვთა დიდ ნაწილს კიბოს გენი აღმოაჩნდა,  ნაწილი კი უკვე გარდაცვლილია


როგორც გამოძიებაში მონაწილე BBC იუწყება, ამ ბავშვების ნაწილი უკვე გარდაიცვალა და მხოლოდ მცირე რაოდენობა, ვინც მუტაცია მემკვიდრეობით მიიღო, გადაურჩება კიბოს მძიმე დიაგნოზს. დანიის ევროპის სპერმის ბანკმა, რომელმაც სპერმა გაყიდა, დაზარალებულ ოჯახებს “ღრმა თანაგრძნობა“ გამოუცხადა და აღიარა, რომ სპერმა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, ძალიან ბევრი ბავშვის მამობისთვის გამოიყენეს, რაც BBC-ის სტატიაშია ასახული.

აღნიშნული სპერმა ანონიმური მამაკაცისგან იყო, რომელსაც სტუდენტობისას დონაციისთვის ანაზღაურებას 2005 წლიდან უხდიდნენ და შემდეგ ქალები დაახლოებით 17 წლის განმავლობაში იყენებდნენ. მამაკაცმა დონორის სკრინინგის ტესტები ჩააბარა, მაგრამ მის ზოგიერთ უჯრედში დნმ-მა დაბადებამდე მუტაცია განიცადა.
“ამან გამოიწვია TP53 გენის დაზიანება, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ორგანიზმში უჯრედების კიბოს განვითარების თავიდან აცილებაში.

დონორის სხეულის უმეტესი ნაწილი არ შეიცავს TP53-ის საშიშ ფორმას, მაგრამ მისი სპერმის 20%-მდე შეიცავს. თუმცა, დაზიანებული სპერმიდან დაბადებულ ბავშვებს ეს მუტაცია სხეულის ყველა უჯრედში ექნებათ. ეს ცნობილია როგორც ლი ფრაუმენის სინდრომი და მას თან ახლავს კიბოს განვითარების 90%-იანი შანსი, განსაკუთრებით ბავშვობაში, და ძუძუს კიბოს განვითარების მოგვიანებით ასაკში“, – იტყობინება BBC.


“ეს საშინელი დიაგნოზია. ძალიან რთული დიაგნოზია ოჯახისთვის, არსებობს ამ რისკით ცხოვრების მთელი ცხოვრების ტვირთი“, – თქვა კლერ ტერნბულმა, ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის კიბოს გენეტიკოსმა.
ქვეყნები, სადაც აღნიშნული სპერმა გამოიყენეს, რუკის მიხედვით: