VIDEO: თბილისის ქუჩებსა და ზოოპარკში მოისეირნე ვეფხვი - უნიკალური კადრები

ვეფხვი თბილისის ქუჩებში

ფეისბუქ-გვერდი „საქართველო და სამეზობლო“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც 1957 წელს, თბილისშია გადაღებული.

ვიდეო ბრიტანულ კომპანია British Pathe-ს გადაუღია, თუ როგორ ასეირნებდა მომთვინიერებელი მარგარიტა ნაზაროვა, მის საყვარელ ბენგალურ ვეფხვს სახელად პურშს თბილისის ქუჩებსა და ზოოპარკში...

„კაი და ამ მარგარიტას „ხელის ფისოდ" ჰყავდა აგი ვეფხვი, ის მძღოლი რავა ჩაუჯდა მანქანაში, რომ მოწყენოდა პურშს ფანჯარაში ყურება და სალონში მიეტრიალებია თავი, ხომ ერთ ლუკმად არ ეყოფოდნენ აგენი!“,-წერია ვიდეოს აღწერაში.