ჰოლივუდის ვარსკვლავის ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები და განაჩენი, რომელმაც 80-იან წლებში მსოფლიო აალაპარაკა

ლენტა

პოპულარული ამერიკელი მსახიობი მეთიუ ბროდერიკი ჩრდილოეთ ირლანდიაში ავტოავარიაში მოყვა, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა 1987 წლის 5 აგვისტოს მოხდა.

ბროდერიკი იმ დროს, თავისი მაშინდელ შეყვარებულთან, მსახიობ ჯენიფერ გრეისთან ერთად ისვენებდა.

შეყვარებულები BMW-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როცა მსახიობი მოულოდნელად საპირისპირო ზოლში გადავიდა და საპირისპიროდ მოძრავ Volvo-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა. მანქანაში 63 წლის მარგარეტ დოჰერტი და მისი 28 წლის ქალიშვილი, ანა გალაჰერი ისხდნენ. ორივე ადგილზე დაიღუპა.

მეთიუ ბროდერიკი მძიმედ დაშავდა, მას ჰქონდა ფეხის მოტეხილობა, ნეკნების დაზიანება და ფილტვის დაჟეჟილობა. ჯენიფერ გრეიმ შედარებით მსუბუქი ტრავმები მიიღო, თუმცა მოგვიანებით სერიოზული სამედიცინო მკურნალობა დასჭირდა.

მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა გახდა იმ წლებში, რადგან ბროდერიკი იმ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი ვარსკვლავი იყო — სულ რამდენიმე თვე იყო გასული მისი ფილმის „ფერის ბიულერის დასვენების დღე“ პრემიერიდან.

ავარიის შემდეგ ბროდერიკს წარუდგინეს ბრალდება სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში, თუმცა მოგვიანებით ბრალდება გადაკვალიფიცირდა და მსახიობმა მხოლოდ „უყურადღებო მართვაზე“ აღიარა პასუხისმგებლობა. სასჯელი იყო 175 დოლარიანი ჯარიმა. მისთვის პატიმრობა არ დაუკისრებიათ.

დაღუპულთა ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით შოკირებული დარჩა და საჯაროდ გამოხატავდა უკმაყოფილებას. მოგვიანებით ბროდერიკმა განაცხადა, რომ მზად იყო ოჯახს პირადად შეხვედროდა და ბოდიში მოეხადა, თუმცა ეს შეხვედრა საბოლოოდ ვერ შედგა.

მსახიობის თქმით, ავარიის დეტალები მეხსიერებიდან ფაქტობრივად გაქრა: "არ მახსოვს რა მოხდა. თითქოს ის დღე საერთოდ ამოიშალა გონებიდან",- განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრაგედიას რამდენიმე წელი გასდევდა საჯარო და მედიის ინტერესი, ბროდერიკმა კარიერა გააგრძელა და მოგვიანებით რამდენიმე ცნობილი ფილმშიც ითამაშა. თუმცა ეს შემთხვევა დარჩა ერთ-ერთი ყველაზე ბნელ ლაქად მის ცხოვრებაში.