ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები - ნახეთ, რა უნდა ატაროთ

თილისმა

ვერძმა ოქროს სამკაული უნდა ატაროს. ძველ ეგვიპტეში ოქრო სიბრძნის სიმბოლო იყო. ჩინელები უკვდავების მისაღწევად, ღვინოში არეულ ოქროს მტვერს სვამდნენ.

კურო სიმდიდრისა და სიბრძნის ზოდიაქოდ მიიჩნევა. კუროს თილისმა სპილოა. იგი ქვის ან ხის უნდა იყოს. სპილოს ძვლის თილისმა სიკეთეს არ მოგიტანთ. 

ტყუპმა გასაღები უნდა ატაროს. სიმბოლურად, მას ყველა კარის გაღება შეეძლება. ძველად, მტკივან ადგილზე გახურებულ გასაღებს იდებდნენ.

კირჩხიბის თილისმა მთვარის გამოსახულებაა. მისი დახმარებით, სიყვარულს იპოვის და ოჯახურ ბედნიერებას მოიპოვებს. უმჯობესია, ვერცხლისგან დამზადებული ნახევარმთვარის გამოსახულება ატაროს.

ვარსკვლავი წარმატების მომტანი სიმბოლოა.

ლომის თილისმა ქარვის ან ბროლის ვარსკვლავი გახდება.

ქალწული სიბრძნისა და კეთილგონიერების სიმბოლოა. მისი თილისმაა ბუ. სასურველია, სახლში ამ ფრინველის ფიგურა ან მისი ბუმბული ჰქონდეს.

სასწორის თილისმა გულია. მნიშვნელობა არა აქვს, რა მასალისა და ფერის იქნება იგი.

მორიელმა მალაქიტის ან მწვანე მინის ბაყაყის ფიგურა უნდა ატაროს. ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ბაყაყი ფეხმძიმე ქალებს მფარველობდა.

მშვილდოსნის თილისმა იაშმის სკარაბეუსია. ძველი ბერძნებისთვის იგი ერთგულებისა და დღეგრძელობის სიმბოლო იყო.

იაპონიაში ახალდაქორწინებულებს კუს გამოსახულებას მიართმევენ, რომ ერთმანეთს ტკბილად შეაბერდნენ და გამრავლდნენ. უკვდავების სიმბოლო - კუ თხის რქის თილისმაა.

მერწყულის თილისმა მინის ან ფაიფურის ანგელოზის ფიგურაა.

ძველად ნიჟარაზე მკითხაობდნენ: თუ წყალში ჩაგდებული ნიჟარა წყალზე იტივტივებდა, სიკეთეს მოასწავებდა, ჩაძირული - უბედურებას. ნიჟარა ზოგადად თევზების თილისმაა.