„უახლოესი 5 დღე ფრთხილად გაიარეთ“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი

მზესთან დაკავშირებული ცვლილებების გამო, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი რეკომენდაციას ავრცელებს. მისი თქმით, მომდევნო 5 დღე საფრთხილოა, რადგან შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემა ბევრ ადამიანს შეექმნას.

ეს კვირა ყურადღებით უნდა გავიაროთ - ვისაც აქვს სუსტი გულსისხლძარღვოვანი, ნერვული სისტემის პრობლემა, მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. უახლოესი 5 დღე, შაბათის ჩათვლით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება. შესაძლოა, გქონდეთ დისკომფორტი, უგუნებობა, ვერ იყოთ განწყობაზე, აქვე ყურადღება წნევას მიაქციეთ, რადგან სერიოზული ცვალებადობები იქნება. ამიტომ სუფთა ჰაერი და ვარჯიშია კარგია. ეს კვირა ყურადღებით გავიაროთ,“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.