3 ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დაშორება

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც ხშირად არის შესაძლებელი იმის განსაზღვრა, რამდენად აქვს წყვილს ერთჭერქვეშ მშვიდობიანი და რაც მთავარია, ხანგრძლივი თანაცხოვრების შანსი. ასტროლოგები ამ მხრივ სამ კონკრეტულ დუეტს გამოყოფენ:

მორიელი - ტყუპი  
 
მორიელი ბუნებით ღრმა, ემოციური და ექსპანსიური ნატურაა, მაშინ როცა ტყუპი გამუდმებით იცვლის აზრებს, შეხედულებებს, გრძნობებს. ამ ორს შორის პრობლემა მუდმივად იქნება სწორედ ეს ემოციური დისბალანსი და აბსოლუტური პოლარულობა. მორიელი ვერასოდეს შეძლებს პარტნიორი ტყუპი ბოლომდე დაისაკუთროს და მართოს, როგორც ეს მას ახასიათებს ზოგადად პარტნიორულ ურთიერთობაში. ტყუპს კი თავის მხრივ ხშირად გააღიზიანებს მორიელის ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხომ თავისუფლება ყველაზე ძვირად უღირთ ამქვეყნად. ერთადერთ ნათელ წერტილად ამ ორს შორის შეიძლება ინტელექტუალურ-მენტალური კავშირის ალბათობა იქცეს. მორიელი ხშირად გამოირჩევა ერუდიციის მაღალი დონით, რაც ტყუპის ცნობისმოყვარე ბუნებას აიძულებს ხანგრძლივი დროით შეაჩეროს არჩევანი სწორედ ამ პარტნიორზე.

თხის რქა - სასწორი

მათი მთავარი პრობლემა ცხოვრებისეული პრიორიტეტების მკვეთრი სხვაობა და ემოციური დისბალანსია. სასწორი რბილი, დამთმობი, რომანტიკული და სულით ხელოვანი ნატურაა. თხის რქა კი ცხოვრებას ზედმეტად რეალისტურად უყურებს. მისი შეხედულებები მტკიცე, სწორხაზოვანი და ძალზე მყარია. იგი არასოდეს იცვლის აზრს მარტივად და შესაბამისად, არ ესმის სასწორის ხასიათში დიპლომატიისა და ლოიალურობის გამოვლინება. თხის რქის აზრით, ცხოვრება შავ-თეთრია, სასწორი კი მას ცისარტყელას ფერებში ხედავს და პირქუშ სინამდვილეშიც ახერხებს დაინახოს ჰარმონიისა და რომანტიკის ნაწილაკები. თხის რქა ყოველივე ამას "ფუჭ ოცნებად" ნათლავს და ნაკლებად შესწევს ძალა, რომ სასწორის სულიერი მისწრაფებები გაიზიაროს. თხის რქის გვერდით სასწორი სიცივისგან "დაჭკნება", მას სითბოს აშკარა გამოხატულება ესაჭიროება საიმისოდ, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი ქორწინებაში – კოცნა, მოფერება, ჩახუტება. თხის რქას კი ენის მოჩლექით საუბარი და ემოციების სახალხოდ დემონსტრირება ჭირის დღესავით სძულს. საერთო მახასიათებელი მათ ხასიათში სიჯიუტეა, რომელიც თხის რქის შემთხვევაში მართალია უფრო აშკარადაა გამოხატული, მაგრამ სატურნი – თხის რქის მმართველი პლანეტა ნუ დაგვავიწყდება რომ სწორედ სასწორის ნიშანში გადის ეგზალტაციის ზონას, ამიტომ სასწორის სიჯიუტე თხის რქისას არათუ ჩამოუვარდება, ხშირად აჭარბებს კიდეც.

ქალ­წუ­ლი - მერ­წყუ­ლი

კლა­სი­კუ­რი რე­ა­ლის­ტი­სა და ტი­პუ­რი ირე­ა­ლის­ტის დუ­ე­ტია. ქალ­წუ­ლი ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე აღიქ­ვამს, თა­ვი­სი ნაკ­ლი­თა და წვრილ­მა­ნით. მა­შინ როცა მერ­წყუ­ლი მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რობს და ხში­რად, აწ­მყო და იქ არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო და არა­არ­სე­ბი­თი ეჩ­ვე­ნე­ბა. ქალ­წუ­ლის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ოც­ნე­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი და ას­რუ­ლე­ბა­დია, სხვა მხრივ იგი არა­სო­დეს და­ი­სახ­ვას უტო­პი­ურ მი­ზანს, მერ­წყუ­ლი კი ამ დროს პლა­ნე­ტა ურან­ზე, ღა­მის კლუ­ბე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ის მთე­ლი ქსე­ლის გახ­სნას გეგ­მავს. რაღა თქმა უნდა ამ დროს ქალ­წუ­ლის ენა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით იმუ­შა­ვებს მისი იდე­ე­ბის შე­ფა­სე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ქალ­წუ­ლი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ მერ­კუ­რის შვი­ლია და ჯი­ბე­ში ხელს არა­სო­დეს ჩა­ი­ყოფს სი­ტყვის სა­ძებ­ნე­ლად. მერ­წყულს მისი და­ცინ­ვა და ცი­ნი­კუ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი, რაღა თქმა უნდა, გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს, თუმ­ცა ურა­ნუ­ლი ბუ­ნე­ბა აშ­კა­რა კონ­ფლიქტს გა­მო­რი­ცხავს. ამი­ტომ, სა­მა­გი­ე­როს ქალ­წულს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­უხ­დის, როცა კარ­ზე სა­კეტს შეც­ვლის და სამ­სა­ხურ­ში წა­სულს, ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ მე­უღ­ლის გაფრ­თხი­ლე­ბა და­ა­ვი­წყდე­ბა. ქალ­წუ­ლი მერ­წყუ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი ნი­ჭით ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ით­რგუ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ მას მხო­ლოდ აწ­მყო­ში ცხოვ­რე­ბა ეხერ­ხე­ბა. მო­მავ­ლის იდე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს. მაგ­რამ მერ­წყუ­ლის გე­ნი­ა­ლურ იდე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში თავი შე­საძ­ლოა ხში­რად უნი­ჭო და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ მო­ზარ­დად იგ­რძნოს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ვიწ­როდ აზ­როვ­ნებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ, რად­გან ამ ქვეყ­ნად არა­ვის შე­უძ­ლია დე­ტა­ლე­ბის სი­ზუს­ტით შე­ას­რუ­ლოს და­კის­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ქალ­წულ­ზე უკეთ, მერ­წყუ­ლი თუ მას სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ში და­არ­წმუ­ნებს (ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ხომ სა­შინ­ლად არ უყ­ვართ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი) ქალ­წუ­ლი შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან მო­ი­ხიბ­ლოს მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.