„ახალი შეზღუდვა“ - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766437353
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩუღურეთის რაიონის სკოლების მასწავლებლებს, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრაზე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რეფორმის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებზე და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია და სასულიერო პირები.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მინისტრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ სასკოლო საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
ვრცელდება კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა
1766401465