მარნეულში, სასაფლაოზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1757187140
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის 61.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.19 მილიარდი ლარით, ანუ 1.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.94% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 552.94 მილიონი ლარით, ანუ 1.92%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 637.65 მილიონი ლარით, ანუ 1.99%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა.