შენი თხოვნით დავაკანონეთ და გილოცავ შენს მეორე დაბადების დღეს! გილოცავ 26 მარტს“ – ლევან კობიაშვილს მეუღლე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

ლევან კობიაშვილი

ყოფილ ფეხბურთელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მეუღლე საჯაროდ ულოცავს.

თამარ წულეისკირი მილოცვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ლევან კობიაშვილის თხოვნით, ნაკრების გამარჯვების თარიღი, 26 მარტი, მის მეორე დაბადების დღედ დააკანონეს:

„მოკლედ! ანდა დღეს იყოს ცოტა ვრცლად:

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ყველა გულშემატკივარს ამ სასწაულ დღეს! ვულოცავ ნაკრების თითოეულ წევრს ამ წარმოუდგენელი ძალისხმევის და შრომის დაფასებას! ვიცი, რამხელა სულიერი სიმტკიცე და ფიზიკური მზაობა გჭირდება ასეთი გადამწყვეტი თამაშების მოგებისთვის!

ვულოცავ და მადლობას ვუხდი სანაკრებო გუნდის იმ ფანტასტიკურ და წარმატებულ მოთამაშეებს, ვინც შეიძლება ამ კონკრეტულ თამაშზე ტრიბუნაზე ისხდნენ, მაგრამ ვხედავდი, როგორ გულშემატკივრობდნენ თავის თანაგუნდელებს! ცრემლებად დაიღვარნენ მოგების შემდეგ! უდიდესია მათი წვლილიც ამ წარმატებაში! ვულოცავ სამწვრთნელო გუნდს! მოგების დროს ყველას ავიწყდება, თუ რამდენი კრიტიკის, ჭკუის დარიგების და შეურაცხყოფის ატანა და გადალახვა უწევთ ამ წარმატებამდე მოსამზადებელი ეტაპის დროს!

ვულოცავ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს ამ ურთულესი გზის წარმატებით გავლას! ვისაც გვახსოვს, გვახსოვს! თუ საიდან დაიწყეთ და სად მიხვედით! ფეხბურთისთვის, შეიძლება ითქვას, უმოკლეს ვადებში სხვა განზომილებაში გადაიყვანეთ ქართული ფეხბურთი! ყველა ადამიანს ვინც გვერდით ედგა ფეხბურთს, ბიჭებს და ფედერაციას უდიდესი მადლობა!

მაგრამ, თავს უფლებას მივცემ და განსაკუთრებით მივულოცავ ჩემს ქმარს, ლევან კობიაშვილს! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც სასწაული უნარი აქვს ადამიანების გაერთიანების, თავაუწევლად შრომის, ყველაზე რთულ დროს მტკიცედ გვერდში დგომის, ხანდახან ძალიან ხმამაღალი, მაგრამ უმნიშვნელო ხმაურის ჩახშობის და რაც მართლა მნიშვნელივანია, სწორედ იმისკენ ფოკუსის მიმართვის! საოცარი უნარი გაქვს ყოველთვის ყველაში მათი საუკეთესო თვისებების დანახვის და გაღვივების! და ეს ყველაფერი ძალიან მშვიდად, უნერვოდ, ჩუმად, უბრალოდ კარგ მაგალითად ყოფნით!

მოკლედ, როგორც გუშინ შენი თხოვნით ოჯახში დავაკანონეთ, მინდა მოგილოცო შენი მეორე დაბადების დღე! გილოცავ 26 მარტს! გვიყვარხარ!“ – წერს თამარ წულეისკირი სოციალურ ქსელში.