„პაციენტის საცხოვრებელ კორპუსთან იყო პანიკა“ - სასწრაფოს ექიმებმა კიდევ ორი სიცოცხლე გადაარჩინეს

სასწრაფოს ექიმებმა კიდევ ორი სიცოცხლე გადაარჩინეს

ფეისბუქ-გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

თბილისის ერთ-ერთ უბანში გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას ქალი უგონო მდგომარეობაში დახვდა. პაციენტის საცხოვრებელ კორპუსთან იყო პანიკა. უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ. ბრიგადის ექიმებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც აღდგა გულისცემა და სუნთქვა.

ჰოსპიტალიზაციისას ისევ დაფიქსირდა გულის გაჩერება. ბრიგადის მიერ ჩატარებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გულისცემა კვლავ აღდგა და პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს.
დღის გმირები: ექიმი ღვინჯილია მაგდა, უმცროსი ექიმი ინდიკო ცაავა, მძღოლი გურამ ფოლადაშვილი

ქუჩის გამოძახება და უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის ქალბატონი. მონიტორზე - გულის გაჩერება.ექიმების მიერ მყისიერად მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ჩატარებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი გულისცემა აღდგა და ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.როგორც ექიმი მაია ჩხეიძე იხსენებს, ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ბრიგადის გუნდურობა და ასევე ამ ამბის შემსწრე მოქალაქეების სრული მობილიზება, თითოეული მათგანი ექიმებს შეძლებისდაგვარად დახმარებას სთავაზობდა.დღის გმირები: ექიმი მაია ჩხეიძე, უმცროსი ექიმი ნინო კობახიძე, მძღოლი როსტომ გოცირიძე