უხვი ნალექის გამო, მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე მცხოვრებელს ეზოში წყალი შეუვიდა. ამ დროისთვის სიტუაცია გამოსწორებულია

უხვი ნალექი

უხვი ნალექის შედეგად, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი. მუხიანის აგარაკების დასახლებაში ეზოები დაიტბორა.

მერიის ინფორმაციით, ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

„მთელი ღამის განმავლობაში გლდანის რაიონში იყო უხვი ნალექი. განსაკუთრებით პრობლემა შეიქმნა მუხიანის აგარაკებზე. რამდენიმე მაცხოვრებლის ეზოში წყალი შევიდა. ამ დროისთვის სიტუაცია გამოსწორებულია. ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ყველა შეტყობინებაზე გამგეობის თანამშრომლებმა, შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინეს. ამ წუთებშიც თუ სადმე რამე ფიქსირდება, ყველგან მივა შესაბამისი თანამშრომელი“, - აღნიშნა გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ.