წყალი მთელი დღით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი

16 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ზედამზის ქ. II შეს. N6-თან მაგისტრალურ ქსელზე  აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 მაისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

ლაითურის, კლდეკარის, სანავარდოს, მაჩხაანის,ზედამზის ქუჩებს თავისი შესახვევებით.

ასევე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, გლდანის ხიდის მიმდებარედ მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 მაისს 10:00 საათიდან  18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: ფეიქართა და წყალსადენის ქუჩებს.