სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
                                                                კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 07:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაბიძის, ვარაზის, დათუაშვილის, ოფრეთის, კაპანელის, ფერმწერთა, ნუცუბიძის, გაბუნიების, ზაალიშვილის, კაკულიას, ქუთათელაძის, ქავთარაძის, ყაზბეგის, თამარაშვილის, გეგეჩკორის, ბარათაშვილის, ჩახავას, ჩხეიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.