„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განვლილი მატჩი ბულგარელმა ფეხბურთელებმა შეაფასეს და მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს.
ანტონ ნედიალკოვი: „ქართველებმა რიგ სიტუაციებში ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ცოტა უფრო მეტად გაუმართლათ. ესპანეთთან გაცილებით უკეთესი მატჩი ჩავატარეთ. ნაკრებში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად, გუნდური თამაშია საჭირო. სწორედ ამის გამო გავუშვით ასეთი სასაცილო გოლები...“