1754759209
მიქაუტაძის გოლი და მოპოვებული პენალტი | ლიონმა ხეტაფეს მოუგო

„ლიონი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს - გიორგი მიქაუტაძის გუნდმა ამხანაგურ მატჩში „ხეტაფეს“ სძლია (2:1), ქართველმა ფორვარდმა კი თავი გოლით გამოიჩინა. მე-3 წუთზე მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მისი დარტყმა დავიდ სორიამ მოიგერია.
24-ე წუთზე ესპანური გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მიქაუტაძემ დაარტყა. „ხეტაფეს“ მეკარემ ქართველ ფორვარდს კუთხე გამოუცნო, თუმცა დამატებაზე პირველი მიქაუტაძე იყო და ანგარიში გაიხსნა.