მელვინ ბარს კოშმარი მოუწყო | მედია ხვიჩას თამაშს აფასებს

მელვინ ბარს კოშმარი მოუწყო | მედია ხვიჩას თამაშს აფასებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში პსჟ-მ შინ „ნიცას’’ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ გონსალუ რამუშმა გაიტანა. კვარამ დაცვაშიც კარგად ითამაშა, როცა პირველ ტაიმში ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი თავით მოიგერია.

Foot Mercato: „პირველ ტაიმში „ნიცას“ მარცხენა მცველს, მელვინ ბარს ნამდვილი კოშმარი მოუწყო, გააწამა: ტემპის შეცვლები, სხეულის მოძრაობით მოტყუებები, ფეხებს შორის ბურთის გაძვრენა... ის იყო ნაპერწკალი, რომელიც პსჟ-ს შეტევებს სიცოცხლეს სძენდა. აშკარა იყო, რომ ეს მხოლოდ მას შეეძლო და ამას „ნიცას“ მცველებიც გრძნობდნენ, რომლებიც ხშირად უკან იყურებოდნენ. ლის გადაცემის შემდეგ შესანიშნავი პასი შეასრულა და რამუშმა გოლი გაიტანა“.

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

https://www.crystalsport.ge/news/79006-melvin-bars-koshmari-moutsqo--media-khvichas-tamashs-apasebs