მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბინის ყიდვა სურს

ბინები

 „საქსტატმა“თბილისის უბნების საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გამოაქვეყნა. ბინები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზე ღირს, ხოლო ყველაზე იაფი - სამგორში. ფასები 2025 წლის 1-ელი კვარტალის მიხედვით, არის შედგენილი.

მთაწმინდაზე კვადრატული მეტრის ღირებულება 6 769 ლარია, რაც 2024 წლის ბოლო კვარტალთან (5 717 ლარი) შედარებით - 18.4%-იანი, ხოლო წლიურად 21.35.%-იანი ზრდაა - 5 578 ლარი. სამგორში ბინის ფასი კვადრატულ მეტრზე 3528 ლარია - ბოლო კვარტალში 3391 ლარი ღირდა (4.04%-იანი ზრდა; წლიურად - 16.02%-იანი).

მთაწმინდა - 6 769 ლარი ვაკე - 5 880 ლარი ჩუღურეთი - 4 456 ლარი საბურთალო - 4 297 ლარიდიდუბე - 4 025 ლარი კრწანისი - 3 979 ლარი ნაძალადევი - 3 866 ლარი ისანი - 3 819 ლარი გლდანი - 3 652 ლარი სამგორი - 3528 ლარი.