სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 19-დან 6 სექტემბრის ჩათვლით ასტროპროგნოზზე წერს:
„ამ პერიოდში მერკური მოძრაობს სასწორში (ვენერას ნიშანში), ხოლო ვენერა - ქალწულში (მერკურის ნიშანში). პლანეტების ასეთ განთავსებას (ერთმანეთის ნიშნებში ყოფნას) რეცეფცია ეწოდება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
როცა პლანეტა საკუთარ ნიშანშია, ბუნებრივია, ის ძლიერად ვლინდება. თუმცა როდესაც ორი პლანეტა ერთმანეთს „ადგილებს უცვლიან“, ხდება ენერგიის გაცვლა-გამოცვლაც, რაც პლანეტალური სიმბოლიზმის ერთგვარი სინთეზი ხდება.
საერთოდ, მერკური შედარებით მშვიდად „გრძნობს“ თავს სასწორში, მაშინ როდესაც, ვენერა ქალწულში სუსტ პოზიციაშია. აქედან გამომდინარე, მერკური ვენერასთვის ერთგვარი დამხმარე ხდება და „გაციებულ“ გრძნობებს ტაქტით და დიპლომატიით „ეხმარება“.
ზოგადად რა მოაქვს ამ რეცეფციას?
• მამაკაცისთვის (და არა მხოლოდ) ქალი ხდება ერთგვარი მრჩეველი, გზამკვლევი და ინფორმაციის ჭეშმარიტი წყარო;
• ხმის ტემბრი და გარეგნობა განსაზღვრავს შეხვედრებისა და საუბრის შედეგებს;
• სიტყვები, დიალოგის ხელოვნება პირდაპირი მნიშვნელობით, ფასეული ხდება, ასე ვთქვათ ფულად ღირებულებას იძენს, ანუ რას და როგორ ვამბობთ, ეს მომავალში მატერიაში აისახება;
• შემოქმედებითი ადამიანისთვის იდეა იოლად გადადის ფორმაში, ანუ ეს კარგი პერიოდია პოეტებისთვის, მწერლებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის;
• იოლად ხდება კვების რეჟიმის შეცვლა, კვების ახალი ჩვევების ფორმირება დადებითად აისახება ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე;
• გარიგებები წარმატებით სრულდება;
• ახალი ურთიერთობის, საინტერესო კავშირების დაწყების ადგილები შეიძლება გახდეს სილამაზის სალონი, ტანსაცმლის ან პარფიუმერული მაღაზია და ა. შ.
• ფინანსები და ურთიერთობები მკვეთრად იმიჯნება და ამ კუთხით ჩნდება მეტი კონკრეტულობა;
• საქმიანი კავშირი მოსალოდნელია გადაიზარდოს ფლირტში ან სულაც პირადი ურთიერთობაში.
მთავარი იდეა
ადამიანი იწყებს მერკურის თემებს (სწავლას, წერას, კომუნიკაციას) და იღებს ვენერას ხელოვნებას, სილამაზეს, პირად ურთიერთობებს (ან პირიქით: ვენერას საქმეებით იწყებს (სიყვარული, ფული) და მერკურის შედეგებს (ინფორმაციას, ცოდნასა და საქმიანი კავშირებს)
სწორედ ეს არის რეცეფციის ეფექტი: ერთი ნაბიჯი – ორმაგი შედეგი“,- წერს რამაზ გიგაური.