„ბეჭედი ისეთ ადგილას ჩამოკიდეთ, რომ ვერავინ დაინახოს...“ - მარტივი რიტუალი, რომ ახალი წლის ღამით საბედო დაგესიზმროთ

ხატია ძნელაძე

ასტროლოგი ხატია ძნელაძე გვიზიარებს მარტივ ტექნიკას, რომელიც ახალი წლის ღამეს დაგეხმარებათ საბედოს დასიზმრებაში.

ახალი წლის ღამით, როდესაც 12 საათი გახდება, როცა გარეთ ფოიერვერკები აფეთქდება და ცაში აიხედავთ, დახუჭეთ თვალები და სამყაროს ასეთი სიტყვებით შესთხოვეთ: დაგასიზმროთ თქვენი საყვარელი ადამიანი, რომელი სამომავლოდ იქნება თქვენი ბედისწერა. აიღეთ ნებისმიერი ბეჭედი, რომელსაც მარჯვენა ხელის არათითზე გაიკეთებთ, სადაც დაქორწინების შემთხვევაში იკეთებენ ბეჭდებს. შემდეგ, ეს ბეჭედი ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ. 

ახალი წლიდან 1 კვირის განმავლობაში ბეჭედი უნდა ეკიდოს ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ შეეხება და ვერავინ დაინახავს.

ახალი წლის ღამეს უნდა დაწეროთ წერილი ასეთი სიტყვებით პირველ პირში, რომ ძალიან გსურთ დაგესიზმროთ საყვარელი ადამიანი, რომელიც სამომავლოდ თქვენს გვერდით უნდა იყოს და სიზმარში უნდა მოვიდეს. ეს წერილიც სადმე, ნაძვის ხის ქვემოთ ჩამალეთ.

1 კვირის შემდეგ, როდესაც აიღებთ ბეჭედს და წერილს, საბედოს დასიზმრების შემდეგ უკვე ეპიზოდები დაგესიზმრებათ თქვენი ურთიერთობიდან და გაიგებთ, საიდან გაიცნობთ,“ - ამბობს ხატია ძნელაძე.