ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სიყვარული

რჩევები 1714297620

სიყვარულის 5 ეტაპი - ნახეთ, რომელ ეტაპზე ხართ ახლა და როდის გმართებთ სიფრთხილე ურთიერთობაში

ცნობილმა ფსიქოლოგმა ჯედ დეიმონდმა 40 წლიანი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან პოულობს თავისი ცხოვრების სიყვარულს.მთავარი პრობლემა კი ურთიერთობაში ის სირთულეებია, რომლის გადალახვაც ბევრს უჭირს. ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ სიყვარულს აქვს 5 უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ადამიანები ხშირად მე-3 ეტაპზე შორდებიან.შეყვარებულობის ეტაპი – ეს არის პერიოდი, როცა განსაკუთრებულად მძლავრია ბედნიერების ჰორმონი. ეს არის ეტაპი, როცა ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს იმაზე, ვინც მოსწონს. მისთვის პარტნიორი უნაკლო ადამიანია, ხშირად გვგონია, რომ ეს ადამიანი ჩვენს ყველა სურვილს უსიტყვოდ შეასრულებს და ასე იქნება მუდამ. ამ დროს სკეპტიკური აზრის გათვალისწინება არავის უნდა.ურთიერთობის ოფიციალური დასაწყისი – ამ ეტაპისთვის სიყვარული უფრო მყარი ხდება და პაემანს თანაცხოვრება ცვლის. ამ დროს ადამიანები უკეთ იცნობენ ერთმანეთს. ესაა ბედნიერების და სიხარულის პერიოდი. ამ დროს ჩნდებიან შვილები, რაც ბედნიერებას კიდევ უფრო ამყარებს. იმედგაცრუება – ეს არის პერიოდი, როცა იმედების გაცრუება იწყება. პარტნიორი ცოტა მოსაწყენი, ერთფეფროვანი და ზედმეტად გამაღიზიანებელი გეჩვენებათ. ამ დროს პირველად ჩნდება სურვილი, ერთ წამში გაწყვიტოთ ურთიერთობა. ბევრი მიიჩნევს, რომ საყვარელი ადამიანის არჩევანში შეცდა და ახალი სიყვარულის ძიების დროა.კრიზისისა და დიდი სიყვარულის ეტაპი – თუ მესამე ეტაპის გადალახვა შეძელით, ჩნდება ღირებულებების გადაფასების ეტაპი. თქვენ ხვდებით, რომ გვერდით გყავთ არა იდეალური ადამიანი, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელთან ერთადაც უამრავი სირთულე გადალახეთ. თქვენ მას იღებთ ისეთს, როგორიც არის და გადადიხართ ურთიერთობის ახალ, დიდი სიყვარულის ეტაპზე.სიყვარულის გააზრება – მას შემდეგ, რაც სიყვარულის გზაზე არსებულ ყველა სირთულას გადალახავთ, ხვდებით რომ ერთნაირად შეიცვალეთ. რომ მხოლოდ თქვენ ორს, ერთობლივი ძალებით გაქვთ უნარი შეცვალოთ რაღაც ამ სამყაროში. თქვენ ერთნაირად ფიქრს, ერთი საქმის კეთებას, ერთად მოქმედებას იწყებთ და მოქმედებთ როგორც ერთი ადამიანი. აქ კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული შედგა.

დაკავება

სამართალი 1714297066

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების თქმით, დაკავებულია 6 პირი, 1 კი მხილებულია.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა’’ ამოიღეს.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.პ. დააკავეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და 35 ვაზნა.გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს.ხოლო, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ასევე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ი.ო.- სგან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა.სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს, ხოლო 1971 წელს დაბადებული პირი ამხილეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 2 პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა.იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 4 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს," - ნათქვამია განცხადებაში.

112

საზოგადოება 1714296936

„112“-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა - გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა. „112“-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.

კარლ-ერივან ჰაუბი

მსოფლიო 1714296420

გერმანელი მილიარდერი, რომელიც 2018 წლიდან გარდაცვლილად ითვლებოდა, მოსკოვში საყვარელთან აღმოაჩინეს

ექვსი წლის განმავლობაში მამაკაცი გარდაცვლილად ითვლებოდა.Tengelmann ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ფლობს OBI სამშენებლო და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების საერთაშორისო საცალო ქსელს, კარლ-ერივან ჰაუბი, მოულოდნელად აღმოაჩინეს მოსკოვში თავის საყვარელთან ერთად.ეს ამბავი ტელეკომპანია RTL-ის გერმანელი ჟურნალისტების გამოძიების შედეგად გამოაშკარავდა.2018 წლის აპრილში ჰაუბი ალპებში თხილამურებით სასრიალოდ წავიდა. თუმცა საბოლოოდ მილიარდერი ტურიდან აღარ დაბრუნდა. ბიზნესმენის ძებნითი ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.სამი წლის შემდეგ კიოლნის სასამართლომ ოფიციალურად გასცა გერმანელი მილიარდერის გარდაცვალების მოწმობა.თუმცა, ჟურნალისტების გამოძიების მტკიცებით, კარლ-ერივან ჰაუბი, რომელიც ახლა გარდაცვლილად ითვლება, მოსკოვში ცხოვრობს თავის საყვარელთან, ვინმე ვერონიკა ერმილოვასთან ერთად. როგორც გაირკვა, 2018 წელს, ბიზნესმენმა გაუჩინარებამდე სამი დღით ადრე 13-ჯერ დაურეკა ვერონიკა ერმილოვას, აქედან ერთი ზარის ხანგრძლივობა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.სხვა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.კარლ-ერივან ჰაუბი 2000 წლიდან ხელმძღვანელობს Tengelmann ჯგუფს. ცნობილია, რომ მისი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია გერმანიაში. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 4, 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ფიქრია დარჩია

საზოგადოება 1714296086

სიდნეიში თავდასხმისას დაღუპულ ფიქრია დარჩიას საქართველოში 2 მაისს ჩამოასვენებენ

სიდნეიში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპულ ქართველ მხატვარს, ფიქრია დარჩიას 2 მაისს საქართველოში ჩამოასვენებენ. ის ბოლო წლებში ავსტრალიაში ცხოვრობდა.ტრაგიკულ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათი ხსოვნისთვის, პატივის მისაგებად ბონდაი ბიჩში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, დაშვებული იყო სახელმწიფო დროშაც. ცერემონიაზე შეკრებილებს შორის იყო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზეც.13 აპრილს სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, უცნობმა მამაკაცმა რამდენიმე პირს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მოკლა 6 ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი ქალი და ერთი კაცი.