ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ვან ი და ენტონი ბლინკენი

მსოფლიო 1714131364

ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, წითელი ხაზები არ გადაკვეთოს - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, წითელი ხაზები არ გადაკვეთოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.ვან ი და ენტონი ბლინკენი ერთმანეთს პეკინში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტაბილურდება, თუმცა ნეგატიური ფაქტორები კვლავ არსებობს.ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს კავშირების გაგრძელების საერთო პასუხისმგებლობა აკისრიათ.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1714131309

საქართველოს ვულოცავ მორიგი ისტორიული ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაციას - ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა - გია აბაშიძე

„საქართველოს და მის სტუმრებს ვულოცავ ამ მორიგი ისტორიული ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაციას - ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა!“-წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.„საქართველოს და მის სტუმრებს ვულოცავ ამ მორიგი ისტორიული ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაციას - ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა!"საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის, საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ მშენებლობას, თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო, საქართველოს რეალობაში ამ პროექტს ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.  ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან  შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან  და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს, შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი.სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია,  პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.“-წერს გია აბაშიძე

tatia sharangia

ტაბლოიდი 1714131240

“ღმერთი გფარავდეს…”- თათია შარანგიას ემოციური მიმართვა შვილს

ჟურნალისტ თათია შარანგიას უფროსი შვილი იუბილარია. თათია Instagram-ზე ვიდეოს გვიზიარებს, როგორ აღნიშნა შვილის იუბილე.„ჩემი პირველი მერცხალი დაიბადა დღეს! ბიჭი დაბადებული გამარჯვებისთვის! ღმერთი გფარავდეს, დედის სიყვარულო“, – წერს თათია შარანგია.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1714131235

ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი - მიუხედავად ბევრი ავის მოსურნისა საქართველოს განვითარება არ შეჩერდება - ლევან ნიკოლეიშვილი

ყველას გილოცავთ ვისაც საქართველოს განვითარება და წინსვლა გიხარიათ! ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.ექსპერტის თქმით, ამ საავტომობილო პროექტს არაერთი ყალბი სიუჟეტი და დეზინფორმაცია მიუძღვნეს ე.წ. ტელევიზიებმა, მაგრამ მიუხედავად ბევრი ავის მოსურნისა საქართველოს განვითარება არ შეჩერდება.„ყველას გილოცავთ ვისაც საქართველოს განვითარება და წინსვლა გიხარიათ! ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი! გვახსოვს რამდენი ყალბი სიუჟეტი და დეზინფორმაცია მიუძღვნეს ე.წ. ტელევიზიებმა ამ საავტომობილო პროექტს. ასე, რომ ვერავითარი პროვოკაციული რეზოლუციები ჩვენ ვერ მოგვერევა! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ავის მოსურნე გვყავს, ჩვენი განვითარება არ შეჩერდება! წარმატებები ჩვენს ქვეყანას!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლიტიკა 1714131103

ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს მიესალმა

2024 წლის 26 აპრილს, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა.შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობათა მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნორვეგიის სამეფო საქართველოს ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია და ეს მხარდაჭერა მომავალშიც შენარჩუნდება, რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გაუხადა.მხარეები მიესალმნენ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში განვითარებულ თანამშრომლობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. საუბრისას პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ დიალოგს და ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, განაგრძოს ევროპულ სტრუქტურებთან ინტენსიური მუშაობა შემდგომი პროგრესისთვის.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ესპენ ბარტ ეიდეს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.