ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მერიემი

ტაბლოიდი 1714164298

მერიემის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსს“ გამოეთიშა

„პრაიმ ჰაუსი“ პირველმა აუტსაიდერმა უკვე დატოვა.რეალით შოუს მერიემ გოგაშვილი გამოეთიშა.გთავაზობთ მერიემის პირველ კომენტარს:,,არ გავკეთებ კომენტარს, არ ვიტყვი არაფერს" - ამბობს მერიემი

"პრაიმ ჰაუსი-All Star"

ტაბლოიდი 1714163825

ცნობილია, ვინ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“

„პრაიმ ჰაუსი“ პირველმა აუტსაიდერმა უკვე დატოვა.რეალით შოუს მერიემ გოგაშვილი გამოეთიშა.მაყურებლის რჩეული დიასა გახდა.პროექტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის ბრძოლას სალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი აგრძელებენ.

ავარია

ტაბლოიდი 1714162171

ავარია ავლაბარში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში.როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე 2 საპატრულო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არიან.

ლიზა ქონიაძე

ტაბლოიდი 1714160921

VIDEO: ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს - ნახეთ, ემოციური კადრები

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს. „და მე ვთქვი, დიახ“, – წერს ლიზი და გამომწერებს ემოციურ კადრებს უზიარებს.ნახეთ კადრები: ⬇️ 

tatia sharangia

ტაბლოიდი 1714160579

როგორ გამოიყურებოდა თათია შარანგია წლების წინ - ფოტოები

ტელეწამყვანი თათია შარანგია უფროსი ვაჟის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, არქივიდან ფოტოები გაგვიზიარა.„ერთად გავიზარდეთ,“ - წერს პიანისტი.ნახეთ ფოტოები, როგორ გამოიყურებოდა შარანგია წლების წინ ↓