ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

მიქანაძე

პოლიტიკა 1716019999

ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცალსახად გაცხადებული პოზიციაა, რომ ქართული სახელმწიფო, მისი სიძლიერე ოჯახსა და ოჯახის სიწმინდეზე დგას - გივი მიქანაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობას ეხმიანება.„ეს იყო საქართველოს კიდევ ერთხელ გაერთიანების, ერთობის დღე, რომელშიც გამოიხატა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცალსახად გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველო არის ერთიანი იმ საკითხში, რაც ეხება ეროვნული ღირებულებების დაცვას, რომ ქართული სახელმწიფო, მისი სიძლიერე ოჯახსა და ოჯახის სიწმინდეზე დგას, რომ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, წინსვლა და ღირსებით სვლა წინ, ევროპული ოჯახისკენ“, - განაცხადა მიქანაძემ.

სამირას დღიურები

საზოგადოება 1716019895

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 წლის აფხაზი გოგოს „სამირას” დღიურების პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 წლის აფხაზი გოგოს „სამირას” დღიურების პრეზენტაცია გაიმართა.როგორია დღეს ენგურს მიღმა აფხაზეთი და რამდენად ერთნაირია აფხაზი სამირას და ებრაელი ანა ფრანკის ყოფა, სადაც ერთი ნაცისტურ რეჟიმს ემალებოდა, მეორეს კი რუსეთის ოკუპაციის პირობებში უწევს დამალვა.წიგნის გამოცემა მიეძღვნა ჯინერი მაჭავარიანის ხსნოვნას.

ბეჭედი

ქვიზი 1716019800

როგორია თქვენი სულიერი მეგობარი - ტესტი

შესაძლოა, თქვენს ახლობელს ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ნამდვილად არის რაღაც, რისთვისაც შეგიძლიათ გიყვარდეთ და დააფასოთ ეს ადამიანი. გსურთ იცოდეთ რა თვისებები შეიძლება ჰქონდეს მას? აირჩიეთ ყუთი ბეჭდით და მიეცით ბედს გადაწყვეტილების მიღების უფლება.ვარიანტი 1თქვენი სულიერი მეგობარი ერთ-ერთი ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებაა. ეს არის ადამიანი, რომელიც მიჩვეულია საკუთარი გზის არჩევას. ამავე დროს, ის ყოველთვის გახსენებთ და გიბიძგებთ, რომ გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.საყვარელი ადამიანი გრძნობებში გენდობათ და ამიტომ არ გიჭირთ საპასუხო ნდობა. მისნაირი ადამიანები ავლენენ ძალასა და წარმატებას.ვარიანტი 2თქვენი სულისკვეთება გამცემია. ის, რაც ამ ადამიანს ნამდვილად სიამოვნებს ცხოვრებაში, არის სხვებზე ზრუნვა. უფრო მეტიც, ის ამას ზოგჯერ ისე გულმოდგინედ აკეთებს, რომ მთლიანად ივიწყებს თავის ინტერესებს - სწორედ აქ უნდა შეხვიდეთ თამაშში.ეს ადამიანი ერთ-ერთია იმ ადამიანთა რიცხვში, რომელთა თვალში ყოველთვის დაინახავთ მოწონებას და აღფრთოვანებას იმით, რასაც აკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაფერში არ შეგაწუხებენ - ის ყოველთვის უპრობლემოდ იცავს თავის თვალსაზრისს, მაგრამ აშკარად იცის, როდის წავიდეს კომპრომისზე. დიახ, შენს სულის მეგობარს უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, ყველა ხარვეზით და ეს ძალიან ღირებულია.ვარიანტი 3თქვენი სულიერი მეგობარი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მან იცის როგორ იგრძნოს თავი კომფორტულად ისეთ სიტუაციაშიც კი, როცა უნდა ნერვიულობდეს. ეს ნდობა თქვენც გადმოგეცემათ – მის გვერდით თავს ისე გრძნობთ თითქოს ქვის კედლის მიღმა ხართ.ის დიდხანს არ იტოვებს წყენას, რადგან ესმის ურთიერთობების ღირებულება და ის, რომ ადამიანები შეცდომებს უშვებენ.ვარიანტი 4შენი სულიერი მეგობარი მეოცნებეა. ამ ადამიანებს დიდი მიზნები აქვთ და უყვართ მათი გაზიარება. ისინი გეხმარებიან თქვენი ოცნებების მიღწევაში და ცდილობენ შეიტანონ იმდენი ღირებულება თქვენს ცხოვრებაში, რამდენიც თქვენ შეგაქვთ მათ ცხოვრებაში.თქვენი წყვილი არის იინი და იანგი: თუ სირთულეებს განიცდით, ეს ადამიანი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ. ის დარწმუნდება, რომ სწორ გზაზე ხართ, მაგრამ არ გაკონტროლებთ. ის ყოველთვის მხარს დაუჭერს თქვენს გადაწყვეტილებებს და, ამის წყალობით, გამოავლენს თქვენში საუკეთესოს.

თეონა აქუბარდია

პოლიტიკა 1716019115

ყალბია დიალოგის თხოვნა, ამისთვის მას ჰქონდა დრო, როდესაც კანონი სამი მოსმენით მიღებულია, დიალოგის შედეგი რა იქნება - თეონა აქუბარდია პრემიერის შეთავაზებაზე

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის შეთავაზება ახალგაზდრებთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, დაგვიანებულია."ყალბია დიალოგის თხოვნა, ამისთვის ჰქონდა მას დრო. როდესაც კანონი სამი მოსმენით მიღებულია, დიალოგის შედეგი რა იქნება? - არც არაფერი. დიალოგს და შესაძლებლობას გამოყენება უნდა მაშინ, როდესაც ეს დროში არის შესაძლებელი და არა ახლა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია."ნაციონალური მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ დისკუსიას აზრი არ აქვს:"ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე დისკუსიას, აზრი არ აქვს და ამას ყველაზე კარგად ხვდება ის ახალგაზრდობა, რომლებიც პროტესტის წინა ფლანგზე არიან," - აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

სტუდენტი

საზოგადოება 1716018817

თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე -„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან“ საუბრობს. როგორც სტუდენტი აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა, თუმცა იმ სტუდენტებმა, რომლებსაც ლექციაზე დასწრება სურდა, მათ ამის საშუალება არ მისცეს.„წესისამებრ ჩვენ გვსურდა, რომ დავსწრებოდით ბატონი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ლექციას, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეეცადა პროვოკაცია მოეწყოთ და ჩაეშალათ სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ლექციაზე დასწრება გვსურდა ხელი შევუშალეთ. ამას უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა და თითქმის ყოველ შაბათს ცდილობენ, რომ ჩაშალონ სალექციო პროცესი“-განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა.ცნობისთვის, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა და სტუდენტებს, ლექციის ჩაშლისკენ მოუწოდა.