ასეთი განსხვავებული ახალი წელი არასდროს მქონია - ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჯარის ქართული ხორცით მომარაგებას ეხმიანება

17:14 01-14-2020

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ჯარის ქართული ხორცით მომარაგებას ეხმიანება. 

მისი თქმით, მას ასეთი განსხვავებული ახალი წელი არასდროს ქონია.

„ასეთი განსხვავებული ახალი წელი არასდროს მქონია, ჯერ საოცარ ჯარისკაცებს შევხვდით და მათთან ერთად ვისადილეთ მერე კიდე, რაც ამდენი ხნის აუხდენელი ოცნება მეგონა ასრულდა! ბატონი ირაკლის ინიციატივით ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მომარაგდება. ჩვენ, სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტები დავეხმარებით ფერმერებს სრულად უზრუნველყონ ხარისხიანი და უწყვეტი წარმოება /მიწოდება. პატრიოტი ფერმერები პატრიოტ ჯარისკაცებს გამოკვებავენ“. - ამბობს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) ხორცით მარაგდება.