რომელ პარტიას რამდენი ლარი შესწირეს 2019 წელს

12:55 01-14-2020
23

2019 წელს საქართველოში არსებულმა, როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა შემოწირულობის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხა მიიღეს. შემომწირველთა და თანხის რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იკავებს, ხოლო მეორე ადგილზე „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვისაა“. გთავაზობთ იმ პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობებს, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან.

1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 4 491 166 ლარი;

2. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 176 172 ლარი;

3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 103 745 ლარი;

4. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 28 640 ლარი;

5. „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ - 25 950 ლარი;

6. „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 5 100 ლარი.