ვალეში თურქეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს

10:30 01-14-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ფიზიკური  დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 69.05 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9,304.51 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 9,304.51  ლარის ოდენობით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.