შემდეგი მოწვევის პარლამენტი სხვა მოსამართლეებს აირჩევს - ირაკლი კობახიძე

17:25 01-13-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს.

„ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრულ შემადგენლობის ნახევარზე მეტს. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28 -დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს სხვა მოსამართლეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, დეტალურად გაეცნო ეუთო-ს დასკვნას, რომელშიც უხეში ტექნიკური, ფაქტობრივი და შინაარსობრივი ხარვეზებია.

„ჩვენ კომუნიკაცია გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ თანამშრომლობას. არ შეიძლება, ასეთი ხარვეზებით იყოს დატვირთული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული დასკვნა. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.