სად შეხვდნენ ერთმანეთს ჯანეტ ქერდიყოშვილი და ვლადიმირ ზელენსკი

14:26 01-13-2020
34

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ხშირად ხდება ქართული ყვითელი პრესის ინტერესის საგანი. ყოფილი „მის საქართველოს“ და სულაბერიძის გრანდიოზულ ქორწილზე აქტიურად იწერებოდა სტატიები და ადამიანები ინტერსდებოდნენ წყვილის სიყვარულის ისტორიით. 

თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილმა, მას შემდეგ რაც ის „მის საქართველო“ გახდა, 2013 წელს მიიღო მუსიკალურ კონკურსში „Хочу V ВИА Гру“ მონაწილეობა, რომლის წამყვანი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსული ჯგუფის „ვია გრას“ ყოფილი მონაწილე ვერა ბრეჟნევა იყვნენ.

ქერდიყოშვილი მეორე ტურში გადავიდა, თუმცა მას უთხრეს, რომ ის ძალიან ნაზია,რაც ხელს შეუშლიდა კარგი კონკურენცია გაეწია უფრო გახსნილი კონკურსანტებისთვის.