რამდენი დაგიჯდებათ თბილისში გაზის, დენის და გაზის ახალ აბონენტად რეგისტრაცია

22:45 01-12-2020

თბილისში გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირების საფასურმა მოიმატა. 2020 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრაცია 400 ლარს შეადგენდა, ახალი წლიდან კი საფასური 800 ლარი გახდა.

​გაზის აბონენტად დარეგისტრირების ტარიფის გაძვირებამდე, 2019 წელს მოიმატა დენის ახალ აბონენტად რეგისტრაციის საფასურმაც და ის 600 ლარი გახდა.

რეგისტრაციის ტარიფის გაზრდას აანონსებს GWP-ც, თუმცა კომპანიაში ზუსტ დროს ჯერჯერობით არ ასახელებენ. დღეისთვის, თბილისის მასშტაბით, წყალკანილიზაციასთან მიერთების (წყალარინები) მინიმალური ფასი - 1500 ლარია და ის მილების დიამეტრების შესაბამისად იზრდება.

შესაბამისად, თბილისის მაცხოვრებლებს, გაზით, წყლით და დენით უზრუნველყოფა 2900 ლარამდე დაუჯდება.