ჭავჭავაზეზე პირდაპირ გრუნტში საბურავების ჩამარხვა რამე ახალი ტრენდული რეაბილიტაციაა? - გიორგი კალნდელაკი

12:13 01-10-2020
1056

ჭავჭავაზეზე პირდაპირ გრუნტში საბურავების ჩამარხვა რამე ახალი ტრენდული რეაბილიტაციაა? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზეა გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების დროსვე განაცხადა, რომ ნაგვის ურნებს მიწის ქვეშ ჩაიტანდნენ, თუმცა ეს გიორგი კანდელაკისთვის ცნობილი არ იყო.

„პრაიმტაიმის“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ როდესაც ნაგვის ურნებისათვის განკუთვნილი კონსტრუქციები საქართველოში ჩამოვა, აღნიშნულ საბურავებს ამოიღებენ.